19 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
სევდიანი, მაგრამ ძალიან სასაცილო ამბავია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს,  ვიღაცამ უნდა გადაამზადოს - ბოკერია 

„სევდიანი, მაგრამ ძალიან სასაცილო ამბავი,“ - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მმართველ დაანონსებულ განახლებას გამოეხმაურა. 

„ქართულ ოცნებაში“ ქასთინგი ტარდება. ახალი სახეები ძირითადად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ირჩევა. განახლებულ გუნდს ტრენინგებსაც ჩაუტარებენ. პროცესს სათავეში კი გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ჩაუდგა. 

„რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც გადამზადებას ახდენს პოლიტიკური ლიდერების, ქალბატონ მიმინოშვილზეა საუბარი, ეს მართლა სევდიანი, მაგრამ ძალიან სასაცილო ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომ ვიღაცამ უნდა გადაამზადოს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ახალი სახეების მიღება ვითარებას ვერ გაუუმჯობესებს. რადგან გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს არა აქტიური, არამედ მასზე დამოკიდებული პოლიტიკოსები სჭირდება.

Related image„სრულიად უიმედო ამბავი არის ივანიშვილის გუნდის რაიმე სახით არათუ განახლება, არამედ საითმე დაძვრაც კი. იმიტომ, რომ ფუნდამენტური პრინციპია აქ არასწორი, ამ კაცს აქვს ამოცანა, რომ გარშემო პოლიტიკური წონის არმქონე ხალხი უნდა ჰყავდეს და აქ ადამიანები უნდა იყვნენ გარეთიანებული ერთიანი ხედვით, ღირებულებებით, საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა და აქ ერთადერთი პრინციპია, ხელისუფლებაში ყოფნა და ივანიშვილთან ახლოს ყოფნა და მისი დამოკიდებულება, რომ ისინი წონით უნდა იყვნენ თითქმის ნულის ტოლი ფიგურები და აქედან არაფერი გამოვა,“ - განაცხადა ბოკერიამ.

„ქართულ ოცნებაში“ ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს.

მაია მიმინოშვილი იქნება ქართული „ოცნებაში“ გამოცხადებული პოლიტიკური ქასთინგის მთავარი კურატორი.

დღის ამბები