19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ამ სოფელში არ იგრძნობა არცერთი თეთრის სიკეთე - ბაქარ ხიჯაკაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად სოფელ ალავერდის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული ოპოზიციის ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდში იმყოფებოდა. მოსახლეობას მასთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილიც შეხვდნენ. ისინი ბაქარ ხიჯაკაძესთან ერთად სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

ადგილობრივების თქმით, სოფელში არ მიეწოდებათ წყალი, არ ვარგა შიდა სასოფლო გზები და სოციალურად დაუცველებს მოუხსნეს დახმარებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სოფელ ალავერდში ხელისუფლების არსებობა საერთოდ არ იგრძნობა.

„სოფელ ალავერდში არ იგრძნობა თუ არსებობს ხელისუფლება. წარმოიდგინეთ, მუნიციპალიტეტი უკანასკნელი წლების განმავლობაში ხარჯავდეს ას მილიონს და ამ სოფელში არ იგრძნობოდეს არცერთი თეთრის სიკეთე, ეს ხომ წარმოუდგენელია. სოციალურად დაუცველებს ეხსნებათ და ეხსნებათ პანტაპუნტით დახმარებები. თითქოს მართლაც ეს ხალხი ცხოვრობს სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც კიდევ უფრო უარესია ალბათ მდგომარეობა. ამიტომ, გამოსავალი არის ერთადერთი, არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური საერთო კანდიდატის არჩევა,“- განაცხადა მელიამ.

დღის ამბები