19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს - გედევან ფოფხაძე დაანონსებულ ცვლილებებზე 

„„ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს,“ - ეს განცხადება მმართველი პარტიიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 2020 წლისთვის მმართველი პარტია ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული.

გედევან ფოფხაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ისეთ ადამიანებს შეარჩევს, ვინც შეკვეთების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. დეპუტატის განცხადებით, „ოცნება“ შეეცდება, რომ ძალოვანი უწყებების დახმარებით ახალი სახეები 2020 წელს პარლამენტში დასვას.

„არანაირი მიმინოშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, არანაირად ის არავის არ დაატრენინგებს და არანაირ ახალ სახეებს არავის არ შესთავაზებს. რეალობა იქნება ისევ ის, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს. უფრო მეტად ორიენტირებულს შეკვეთების შესრულებაზე და მერე ძალოვნები შეეცდებიან, რომ ეს ადამიანები უმრავლესობით მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ეს იქნება სქემა, რომელსაც მე ველოდები 2020-ში. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხისთვის ხელის გადაგრეხვის გზით, თავისუფალი ნების მიმართ განხორციელებული ტერორით და აგრესიით, „ქართული ოცნება“ შეეცდება მიიღოს მანდატები,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს.

მაია მიმინოშვილი იქნება ქართული „ოცნებაში“ გამოცხადებული პოლიტიკური ქასთინგის მთავარი კურატორი.

დღის ამბები