19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მე ვარ შვილმკვდარი მამა და ვიძიებს შურს მკვლელებზე - სააკაშვილი ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განადგურებაზე საუბრობს

მე ნამდვილად ვარ შვილმკვდარი მამა და ვიძიებს შურს ჩემი შვილის მკვლელებზე - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 

სააკაშვილის თქმით, ის საკუთარ შვილებად მიიჩნევდა ქუთაისის პარლამენტს, ამერიკული ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ბათუმში, ქართულ ჯარს, სამხედრო წარმოებას, რომელიც მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის როგორ შვილმკვდარი მამა თავს ისე გრძნობს.

„მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისი პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა. ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება რომელიც მომიკლეს.

მე ვარ ნამდვილად შვილმკდარი მამა, შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს , მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები