19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ჩვენ ვაკვირდებით, ვპატრულირებთ, წარვადგენთ ცნობებს - ერიკ ჰოგი რუსეთიდან მომდინარე გამოწვევების შესახებ საუბრობს  

„ჩვენ ვაკვირდებით, ვპატრულირებთ, წარვადგენთ ცნობებს, რომ საერთაშორისო გაერთიანებას ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ," - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, გააკეთა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების მასშტაბური კონფერენციას ესწრება.

ერიკ ჰოგმა ეს განცხადება იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს რეგინში იმ გამოწვევებს საპასუხოდ, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად დგამს.  

კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, განხილვის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მედიის როლი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წარმოადგენს.  

"არ არსებობს გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა, გვაქვს სხვადასხვა მექანიზმი. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი კი ჩვენი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნაა. ჩვენ ვაკვირდებით, ვპატრულირებთ, წარვადგენთ ცნობებს, რომ საერთაშორისო გაერთიანებას ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. გვაქვს მექანიზმი, რომ ვუზრუნველყოთ კომუნიკაცია ამ საკითხებზე და დავრწმუნდეთ, რომ მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ცხელი ხაზი, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, რომელიც ერგნეთში იმართება და იმედი გვაქვს, რომ მალე ისევ გაიმართება გალშიც და რა თქმა, უნდა გვაქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. საერთაშორისო გაერთიანებამ ყველა ეს ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და შეინარჩუნოს ყურადღება. უპირველესი სამიზნე უნდა იყოს საკმარისი სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომ ადგილი აღარ ჰქონდეს ძალადობას“ - განაცხადა ერიკ ჰოგმა. 

 

 

დღის ამბები