ზუგდიდში „ქართული ოცნება“ არჩევნების მოგებას ფულით გეგმავს - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ სახელით მოსახლეობასთაან მიდიან და ხმების გაყიდვას სთავაზობენ.
რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ დღეს „კურიერთან“ თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ განაცხადა.
„150 ლარს მოგცემთ, ამას დაგიხურავთ და ხმა შენგელიას მიეციო. მე ვუთხარი არათქო, მე საქართველოს არ გავყიდი-მეთქი, არ მინდა ფული. მშენებლები მოვიყვანეო, აზომეს აქ, აქეთ-იქით, ჩვენ გადავირიეთ და წავიდნენ მერე,“-ამბობს ადგილობრივი ჟუნა კალანდია.
ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცენდეტო კამპანია კი დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის აზრით, ეს აგონიაში მყოფი მმართველი გუნდის ბოლო და წარუმატებელი მცდელობაა, იყიდოს არჩევნები.
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი