19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
შეხვედრა ემიგრანტებთან - მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა საქართველოში არსებულ პრობლემებზე დისკუსიით დაიწყო

მესამე შეხვედრა ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან - ლიეჟისა და რომის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიუნხენში ჩავიდა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში შეხვდა.

ქართველი ემიგრანტებთან სუბარი საქართველოში არსებულ პრობლემებზე დისკუსიით დაიწყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის მიმართვაში მთავარ პრობლემად კორუფცია დაასახელა. მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგია სწორედ კორუფციაა და ამ პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება. 

მესამე პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპაში მცხოვრები ქართველები მომზადებული პროგრამებით და პროექტებით მივიდნენ. 12 სფეროს შორის, რომლის განვითარების გარეშეც ქვეყანა წინ ვერ წავა, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და თავდაცვა დასახელდა. 

მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეძენილ ქონებაზე და ჩამოთვალა ის ობიექტები, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის საკუთრებაშია. 

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სტრატეგიული პროექტების შეჩერებაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, თქმით ქუთაისის პარლამენტის, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ლაზიკას პროექტის გაჩერება მისთვის შვილების მკვლელობის ტოლფასი იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები