25 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
150 ლარი #41-ის შემოხაზვის სანაცვლოდ-სამეგრელოს მოსახლეობა "ოცნების" მხრიდან მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს

არჩევნების წაგების შიში და შედეგების ფულით შეცვლის მცდელობა-"ქართული ოცნება" სამეგრელოში ხმების შეგროვებას დაშინებით და მოსყიდვით ცდილობს. მმართველი პარტია ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს 150 ლარს ჰპირდება. ამომრჩევლების იმ ნაწილს კი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი "ოცნება" 200 ლარს სთავაზობს და სანაცვლოდ პირადობის მოწმობის გადაცემას სთხოვს, რათა აღნიშნულმა ამომრჩეველმა 19 მაისს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ვერ შეძლოს.

მოქალაქეების ერთი ნაწილი "ქართული ოცნების" მხრიდან მოსყიდვის მცდელობაზე ღიად საუბრობს. ნაწილი კი შიშის გამო "კურიერისგან" კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ სპეცოპერაციას ზუგდიდში ამომრჩევლის ნების შესაცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი ატარებს. გიორგი გახარიას ინსტრუქციით, ხალხის ნაწილს აშინებენ, ნაწილის გადაბირებას კი ფულით ცდილობენ. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შტაბში ირწმუნებიან, რომ მოსყიდვის ასობით ფაქტი უკვე დაფიქსირებული აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ამომრჩეველი ზუგდიდიდან თავად ყვება, როგორ სთავაზობდა მმართველი პარტია მათ საარჩევნოდ 150 ლარს ხმების სანაცვლოდ ამ ხმაურიანი ფაქტების არ სჯერა ქართულ ოცნებას. ყველა ვინც მოსყიდვასა და ზეწოლაზე საუბრობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიციასთან გადაამისამართა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამომრჩეველი 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და 5 მუნიციპალიტეტის მერს აირჩევს. 

 

ავტორები: რუსუდან ჯაბანიშვილი, ემა გოგოხია

ამავე თემაზე
დღის ამბები