ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები ზუგდიდში - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პირველი შემთხვევა არ არის.
ლევან ნატროშვილის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი მსგავსი ფაქტები დღემდე არ არის გამოძიებული, რაც საერთო ჯამში საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება.
„გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსები საარჩევნოდ და ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები შეიძლება იყოს ყველაზე დიდი გავლენის მომხდენი არჩევნების შედეგებზე. პრობლემა ახალი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოვლინდა მსგავსი პრობლემები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან,“-განაცხადა ნატროშვილმა.