19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების - შს მინისტრი 

არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების - ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ზეწოლისა და მოსყიდვით ცდილობს. 

შს მინისტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გააკეთონ არჩევანი. მისივე განცხადებით, შეფასდება მდგომარეობა ყველა საარჩევნო ქალაქში, რის შემდეგაც გადაწყდება, პოლიციის რა რაოდენობა იქნება წარმოდგენილი არჩევნების დღეს. შს მინისტრი ამბობს, რომ უწყება მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეების არჩევანის გამოხატვის თავისუფლებას. 

„ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი.

წინა არჩევნები სხვათაშორის შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული

მე რასაც ვპირდები იმას ყოველთვის ვასრულებ,  როგორც ოპოზიციას ისე ჩვენი გუნდის წევრებსაც.

"არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ, მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას, როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში, და დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ, რა რაოდენობით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლებას,"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

დღის ამბები