19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
„მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად, დადგინდეს ამის ავთენტურობა“ - თაკო ჩარკვიანი, ზუგდიდში გაკეთებულ სკანდალურ ჩანაწერზე საუბრობს

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს და წინასაარჩევნოდ მასობრივი მოსყიდვის შემთხვევებს, საგანგებო ბრიფინგით პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი  გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა „კურიერის“ მიერ გავრცელებულ იმ ფარულ ჩანაწერზე, სადაც „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ტელეფონით „ზევიდან“ მიღებულ დავალებებზე საუბრობს.

ჩარკვიანი შესაბამისი უწყებებისგან  ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას მოითხოვს. პარალელურად ის რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს.

„გვინდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს უმსხვილეს პარტნიორს, უმთავრეს პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. შემოჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიიდან  კრიმინალური ავტორიტეტები. არსებობს ჩანაწერი, რომელიც გაჟღერდა უკვე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმცირეს ვადებში, რაც შეიძლება სწრაფად, ანუ აი, ამ ორ-სამ დღეში დადგინდეს ამის ავთენტურობა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩანაწერი აბსოლუტურად მართალია და ასეა, მაგრამ სამართლებრივად ვსაუბრობ ახლა და  თუ ეს აღმოჩნდება, რომ მართალია, სასწრაფოდ სამართლებრივი ზომები იქნეს მიღებული, დაკავებული იქნეს ეს ადამიანი, რომელიც პირდაპირ ზეწოლას ითხოვს, ადამიანების გატაცებას ითხოვენ, ითხოვენ შევარდნებს. ყველა ღონეს ხმარობენ, ამბობენ, რომ პირდაპირ რაც შესაძლებელია, რისი საშუალებაც არის, ის გააკეთეთ. პრაქტიკულად, ქვეყანა მიჰყავთ უფსკრულისკენ. უმძიმესი ვითარება და მდგომარეობა შეიქმნა. ჩვენ, „კანონი და სამართალი,“ ჩვენი მხრივ უკვე ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მდგომარეობა, როცა დრო აღარ ითმენს, ქვეყანა მართლაც ცაიტნოტშია, წამზომია ჩართული. ჩვენის მხრივ გვგონია, რომ არჩევნების შემდეგ კი არა, ახლავე უნდა დავიწყოთ პერმანენტული აქციები და მე ვთხოვ მობილიზაციას ჩვენს მომხრეებს, რომ ეს ყველაფერი აღვკვეთოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ემუქრება გადაბარება, საქართველო დაკარგავს სახელმწიფოებრიობას,“- განაცხადა ჩარკვიანმა.

დღის ამბები