19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"სამარცხვინო მოვლენა" - ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

წინასაარჩევნო გარემო საკანონმდებლო ორგანოში განხილვის მთავარი თემა იყო. ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გავიდნენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით,  მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისთვის დახმარების თხოვნის პარალელურად, მაიამიში ვილის შეძენას ცდილობს. 

დაკავშირებული სურათი

„ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებისა და ბილეთების ფულს. ადამიანი, რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითო ლარიანი შემოსავლის გაკეთებას, სინამდვილეში, რაც ვნახეთ და საზოგადოებამ რაც ნახა, მაიამიში, ფლორიდაში არის დაკავებული ფეშენებელური ვილის და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით. ეს არის ვითომ, შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის თქმით, არჩილ თალაკვაძემ გაურკვევლ ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განაგრძობს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს. მათი თქმით, პარლამენტში ჩანაწერების ციტირება სამარცხვინოა.

დაკავშირებული სურათი„თავდასხმა, შანტაჟი, ფარული ჩანაწერების გავრცელება, მათ შორის პირად ცხოვრებაში, სავარაუდოდ, შანტაჟი პირადი ცხოვრების დეტალებით, ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი მაფიოზური რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის დაშინების და გრძელვადიანად ამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების მითვისებისთვის. საქართველოს პარლამენტში არ მახსენდება მსგავსი სამარცხვინო მოვლენა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი ციტირებს რაღაც ჩანაწერებს, რომელიც არ ვიცით, საერთოდ არსებობს თუ არა და გარდა ამისა, ეს ჩანაწერები თუ არსებობს, რამდენიმე ქვეყნის კანონის დარღვევით უნდა განხორციელებულიყო ეს მიყურადება. დღეს საქართველოს პარლამენტში ციტირებენ ამ ჩანაწერებს იმის ნაცვლად, რომ ისმოდეს შეკითხვა, საერთოდ რა მოხდა, საიდანა გაჩნდა ეს ჩანაწერები,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რა მეთოდებს გამოიყენებს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, ის არჩევნებში მაინც დამარცხდება.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„როცა კითხვას სვამენ ხოლმე, ჩვენ არ ვიცით, ვინ გაავრცელა, ვინ ახდენს ამ ფაბრიკაციას. პირდაპირ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინც ამ სიბინძურეს თავისი პოლიტიკური ამოცანებისთვის საჯაროდ იყენებს, ის არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული და ყველა საღი აზრით, ტესტი ამ სიბინძურის, რაც ახლა გააკეთა „ოცნების“ სახით ბატონმა თალაკვაძემ, რომელიც არაფერს ცალკე კი არ წარმოადგენს, როგორც ფიგურას, არამედ ახმოვანებს ივანიშვილის რეჟიმს საქციელს. ამ საქციელის ნაწილია ეს ჩანაწერი, ამ საქციელის ნაწილია კრიმინალები, რომელთაც იყენებენ, ჩანაწერში ისმის კიდევაც, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებაც უნდათ. ამიტომ არის მერე სრული უტიფრობა, როდესაც გველაპარაკებიან, როგორ ებრძვიან კრიმინალს, იმიტომ, რომ ყველა არჩევნებზე, როდესაც ძალადობა და ორგანიზებული დანაშული არის მათ გვერდზე, ამის მერე საუბარი იმაზე, რომ რაღაცას ებრძვიან, არის უტიფარი სიცრუე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები