19 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"ოცნებიდან" დემარშით წასულმა დეპუტატებმა ინიციატივის გატანა შეძლეს - პარლამენტი სკანდალით გაშვებულ გიორგი ქობულიას მოუსმენს

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას პარლამენტში ხვალ მოუსმენენ. თუმცა შეხვედრა მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით იმართება. გასულ კვირას უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ თანამდებობიდან სკანდალით გაშვებული მინისტრის პარლამენტში ვიზიტს ოფიციალური დატვირთვა არ ჰქონოდა. მმართველი გუნდის მცდელობის მიუხედავად კი ქობულია ხვალ საპარლამენტო ტრიბუნასთან მაინც აღმოჩნდება.

Related image

„ვისაც დააინტერესებს მისი საქმიანობა იმ 8 თვის განმავლობაში რაც მან გაწია, ასევე მისი ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში. და პლუს კითხვა-პასუხი რაც აქვს ინტერესი საზოგადოებას. ბევრი კითხვები არის დაგროვილი ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

 „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამბობენ, რომ გიორგი ქობულიას მისამართით არსებობს ბევრი კითხვა და ამასთან საინტერესო იქნება მისი მოსმენა თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით.

Image result for ლევან გოგიჩაიშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ხვალ ბატონი  გიორგი ქობულიას მოსვლა პარლამენტში. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან  საინტერესო ინფორმაციას მოვისმენთ რა გააკეთა მან 8 თვის განმავლობაშიც. და ასევე თუ სურვილი ექნება სხვა მიზეზებზეც ისაუბრებს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი ქობულიას გამოსვლას არ დაესწრება თუმცა ცნობილია, რომ ქობულიასთვის გაგზავნილ წერილს ხელს "ქართული ოცნების" წევრები: ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია აწერენ. 

დღის ამბები