19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
განაწყენებული და გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას არ დავესწრებით - მამუკა მდინარაძე პარლამენტში გიორგი ქობულიას მისვლას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი ქობულიას გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, ქობულიას პარლამენტში მისვლა „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ინიციატივაა, რომლებიც ნეგატიური პიარის ნაწილია. სწორედ ამ მიზეზით მდინარაძე თვლის, რომ გუნდზე განაწყენებული ყოფილი მინისტრის და დეპუტატების შეხვედრაზე მმართველ გუნდს  არაფერი ესაქმება.

„მე მგონია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული დეპუტატების და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ  მგონია, რომ არაფერი გვესაქმება და ასევე საზოგადოებამ უკვე იცის და ხვდება კარგად კონკრეტულ მიზეზებს თუ რატომ  გადადგა კონკრეტული ადამიანი თანამდებობიდან. დანარჩენი არის ნეგატიური პიარის ნაწილი, რაც მათი საქმეა, მათი უფლებაა.  ყოველ შემთხვევაში განაწყენებული, გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას ბუნებრივია ჩვენ არ დავესწრებით,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები