19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ბესელია გამოძიებას იმ ადამიანების წრეს უსახელებს, ვისაც მისი კადრების მოპოვება და გავრცელება შეეძლო

ბესელიას ულტიმატუმი ხელისუფლებას - „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი იმ ადამიანთა წრეს ასახელებს, ვისაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება შეეძლო.

„ოცნების“ ექსდეპუტატი გამოძიებას იმ პირებისკენ მიუთითებს, ვისთვისაც სასარგებლო იყო გუნდის ამბოხებული წევრის ამ ფორმით დასჯა.

ბესელიას მისი 9-ტომიანი საქმის გაცნობის შემდეგ დარჩა განცდა, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და თუ ასე გააგრძელებენ სამართალდამცველები, ვერასდროს დადგენენ, ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა მის წინააღმდეგ მორალური ტერორის სერია.

პირველი ჩვენება ბესელიამ გახარიას გამომძიებლებს უკვე მისცა. ბესელიას დასახლებული ვიდეომასალის სავარაუდო გამავრცელებლებიდან კრიმინალურ პოლიციას ჯერ არავინ არ დაუკითხავს.

9-ტომიანი საქმე კი ძირითადად არაფრისმთქმელი წერილებიდან შედგება. დაზარალებულმა ბესელიამ დღეს გამოძიებას წამზომი ჩაურთო და გამოსაძიებლად ბოლო ვადა მისცა.

ეკა ბესელიას პირადი ცხვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინიტრომ 16 პირი დააკავა, ამჯერად ყველა თავისუფალი, თუმცა მათ შორის, ვინც კადრები ნახა და გაავრცელა, რამდენიმე ისეთი პირია, რომლის წინააღმდეგაც რატომღაც საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

დღის ამბები