„სააკაშვილმა გააკეთა აქ ყველაფერი, რაც არის გაკეთებული განმუხურში. თანაც იმდენი მდგმური მყავდა ზაფხულ-ზამთარში, ფული არ მიჭირდა არც წამლის და არც საჭმლის,“ - ასე აფასებს განმუხურის მკვიდრი რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
სამეგრელოშძი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურა არ ვითარდება, შესაბამისად, მათი შემოსავალიც კლებულობს. მოსახლეობის თქმით, „ოცნების“ მთავრობა უმოქმედოა და ანაკლიასა და განმუხურში არაფერი კეთდება.
მოქალაქეები აზმბობენ, რომ ივანიშვილის პარტია არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად და საჭირო ხმების მოსაგროვებლად მოსახლეობას აშინებს და სამსახურიდან გაშვებით ემურება.
"ივანიშვილის პარტიამ მაგრად დააშინა ხალხი. თუ არ მოგვცემთ ხმას, მოგხსნით სამსახურიდან... გამგებელს ჰყავს ხალხი და ავალებენ, ამასთან მიდით. ჩემთანაც იყვნენ მოსულები, მაგრამ მე ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას, მე 50 ლარში და 100 ლარში, საქართველოს ვერ გავყიდი, გტაყიდვა ჰქვია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ დასაქმება პოლიტიკური ნიშნით ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბანკებში ვალები აქვთ, თუმცა, შემოსავლის არქონის გამო, მათ გადახდას ვერ ახერხებენ.
განმუხურსა და ანაკლიას შორის მდებარე საფესტივალო სივრცე მიტოვებულია და ინფრასტრუქტურა რეალურად აღარ არსებობს.
ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ევკალიპტის ხეში 3 ათასი ლარი შეთავაზეს, თუმცა, არ დასთანხმდა. მოქალაქე ვარაუდობს, რომ ეს ხე ივანიშვილს უნდოდა.
„ერთი ტომარა ფული, რომ მომცა, ამას ვერ შეველევი, შვილო, მე ვუთხარი,“ - ამბობს განმუხურის მკვიდრი.
მოქალაქეები ასევე ჩივიან აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე. მათი თქმით, მოსავალი უფრო მეტად ნადგურდება იმ შესაწამლი საშუალებებით, რასაც ხელისუფლება ურიგებს მოსახლეობას.
„მეგრელები ჭირივით ეზარება, ისე, სამეგრელო უყვარს, მაგრამ მეგრელების გარეშე,“ - ამბობს ადგილობრივი.
განმუხურში საკმაოდ დიდი ტერიტორია ივანიშვილს აქვს შეძენილი, სანაპირო ხაზთან, სადაც სამშენებლო კომპანია „ზიმო“ ატარებს სამუშაოებს. გადამღებ ჯგუფს კი შესვლის საშუალება არ მისცეს. მოქალაქეებმა არ იციან, რის აშენება იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ლაზიკის მშენებლობა კი „ოცნების“ ხელისუფლებამ შეაჩერა, გაჩერებულია, ასევე პორტის მშენებლობა.
მოქალაქეები კამერის წინ საუბარსაც ერიდებიან და განმარტავენ, რომ მათ ეშიანიათ.