19 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

დაძაბული მდგომარება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დააფიქსირეს თუ როგორ გაატანეს უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.

ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და „ქართულ ოცნებას“ ფაქტზე წაასწრო. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ფაქტს შეესწრო, საოლქო კომისიაში პარკებით სხვადასხვა უბნიდან სიები მიიტანეს. სამაგიდო სია და ბეჭდები 107 უბანზე იყო გაცემული, დოკუმენტები 52 უბნის წარმომადგენლებმა უკვე დააბრუნეს.

ზუგდიდიდ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. საოლქო კომისიის შენობაში დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერებს შორის რამდენჯერმე მოხდა.

„ბეჭდები როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს სახლში, თქვენ მითხარით, რომ თავმჯდომარე აგებს პასუხს,“ - მიმართა ხატია დეკანოიძემ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბეჭდები, სამაგიდო სიებთან ერთად უნდა გაიცეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე, დალუქულ მდგომარეობაში. დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ბოკჩავა ითხოვს საოლქო კომისიის თავმჯდომარის შეცვლას.

„იმ ბეჭდებით, რომელიც ახლაც გატაცებულია და სხვადასხვა უბნის კომისიის თავმჯდომარეებს, როგორც ჩანს, სახლებში აქვთ წაღებული, ამ ბეჭდებით არჩევნები ზუგდიდში, 19 მაისს, არ ჩატარდება. ამიტომ, ვითხოვთ, რომ თამარ ჟვანიამ გამოაგზავნოს ახალი ბეჭდები, ასევე უნდა მოხდეს, მირანდა მესხის, საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები