19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში და სკანდალური ფარული ჩანაწერები - სამოქალაქო საზოგადოება დროულ გამოძიებას ითხოვს

დაპირისპირება ზუგდიდში და სკანდალური ფარული ჩანაწერები - სამოქალაქო სექტორი ორივე ეპიზოდის დროულად, მიუკერძოებლად და სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებას ითხოვს. 

"სამართლიანი არჩევნები" მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსაც და მოუწოდებს თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან.

„ნებისმიერი ქმედება რომელიც საარჩევნო პერიოდში მოიცავს ძალადობას კამპანიისთვის ხელისშეშლას, მოსყიდვის თუ დაშინების მცდელობას, ასეთი საკითხები არის ჩვენი შეშფოთების საგანი, მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი გამოძიება წარიმართოს ადეკვატური კვალიფიკაციით,“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიის მორიგ გამოვლინებად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

დღის ამბები