19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიიდან გატანილი სიები დაბრუნებულია - ოპოზიციამ ბეჭდების შეცვლის პირობაც მიიღო

აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს.

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, კომისიიდან გატანილი სიები ადგილზე დაბრუნებულია. სიები საოლქო კომისიაში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ოპოზიციამ, ხელისუფლების მიერ, არჩევნების ორგანიზებულად გაყალბების გეგმა აღმოაჩინა და ეს ფაქტი, საარჩევო კომისიაში გააპროტესტა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მათი პირველი გამარჯვებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ მიიღეს პირობა ცესკო-ს თავმჯდომარისგან, რომ ბეჭდები შეიცვლება.

„მოვიპოვეთ უდიდესი გამარჯვება სიები დაბრუნდა ადგილზე და დღეს გამოაცხადა ცესკო-მ, გამყალბებელმა ჟვანიამ, რომ ახალი ბეჭდები წამოვა დალუქულ მდგომარეობაში თბილისიდან და ამასაც გავაკონტროლებთ. ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ მირანდას გადადგომა.

"ჟვანიამ იგი უნდა გადააყენოს რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რის ჩადენასაც გუშინ ისინი ცდილობდნენ. თუ ისინი არ გადააყენებენ გადავაყენებთ ჩვენ,“-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ყველა პირი, ყველა ოლქისა და უბნის თავმჯდომარე ვინც გარეული იყო სიებისა და ბეჭდების გატანის საქმეში უნდა გადადგეს და დაისაჯოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები