19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
„იმედი მაქვს, ვიტყვით, რომ ეს იყო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებული არჩევნები" - ნიდერლანდების სამეფოს ელჩი

„იმედი მაქვს, რომ კვირას ამ დროს არჩევნებზე ვიტყვით, რომ ეს იყო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებული არჩევნები,“ - ეს განცხადება ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იოჰანეს დოუმამ გააკეთა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის წევრები შეხვდნენ. ელჩებს ხელისუფლების ოპონენტებმა წინასაარჩევნო გარემოსა და ზუგდიდში მომხდარ თავდასხმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თქმით, ისინი საარჩევნო პროცესს აკვირდებიან და იმედი აქვთ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება.

ხელისუფლების ოპონენტები მათ სთხოვენ, რომ შუალედურ არჩევნებზე საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნონ, რომლებიც საარჩევნო პროცესს მონიტორინგს გაუწევენ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსმა, გაერთიანებული ოპოზიციის და
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები