„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“-ს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო გარემო საგანგებო პრეს კონფერენციაზე შეაჯამა.
ლადო კახაძე ამბობს, რომ შუალედური არჩევნების წინ, კამპანიამ მშვიდად ჩაიარა და არჩევნებში წარმატების იმედი აქვს.
„ ვგრძნობ ახალგაზრდებისგან, ვგრძნობ შუა წლის ადამიანებისგან და ხანდაზმულებისგან, ჩემს ასაკში ვინც არიან, ჩვენი შეხვედრებიდან მათი ჩემდამი ნდობის საკითხს. აი, როდესაც ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს არ მახსოვს, რომ რომელიმე მათგან ვინმე გაეკილოს ჩემს მოსაწონად, ან მე გამებედოს, რაც არ გამიკეთებია ჩემი ცხოვრება, იმას ვერ გავაკეთებ პოლიტიკური დაკვეთის გამო და არც მე ამას არ ვაკადრებ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ამ ველზე კონკურენტებს, ე.წ. მეტოქეებს, კარგი სიტყვაა. ყოველ შემთხვევაში, იმ აქტიურობით, რასაც მე ვხედავ ჩემს მოსახლესთან წარმატების დიდი შანსი არსებობს,“- განაცხადა კახაძემ.