გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქობულიამ არ დააკონკრეტა, რომელ პოლიტიკურ გუნდში ხედავს საკუთარ თავს. თუმცა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა „კურიერის“ შეკითხვის საპასუხოდ პოლიტიკაში დაბრუნება არ გამორიცხა.
„ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ არის და რაც ჩვენს საქმეს წაადგება. მე ვაპირებ, რომ დავრჩე საქართველოში, შესაძლებელია, საქართველოში გავაგრძელო საქმიანობა. მე არ მითქვამს, რომ გადაწყვეტილი მაქვს პოლიტიკაში წასვლა, მაგარმ არ გამოვრიცხავ. თუ გადავწყვიტე, მერე გეტყვით, ვის მოვიაზრებ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ქობულია თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებოდნენ მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.
ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ "შაბათის კურიერს" მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა.