„სიტყვა - გაბედულებას ნამეტანი აუბრალოებთ, გაბედულება სხვა რამეში ვიცი, გასაბედი რა იყო,“ - ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა, შოთა შალელაშვილმა გიორგი ქობულიას მისამართით გააკეთა. დეპუტატი პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა.
შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ შოთა შალელაშვილი, ბიძინა გეგიძე და ზაზა ხუციშვილი იმყოფებოდნენ.
შალელაშვილის თქმით, მმართველი გუნდი მიიჩნევდა, რომ გიორგი ქობულია ახალს არაფერს იტყოდა, შესაბამისად, მათი უმრავლესობა შეხვედრას არ დასწრებია. მისი განცხადებით, თავადაც დარწმუნდა, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არ მისცეს კომიტეტში მოხსენების უფლება, თქვეს, რომ ახალი არაფერი აქვსო სათქმელი. დავრწმუნდი, მართლა ახალი არაფერი იყო. არაფორმალურ მმართველობასა და კორუფციულ გარიგებებზე არ უპასუხია. პირიქით, მან დააფიქსირა, რომ კორუფციული გარიგება არ არსებობდა,“ - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.