"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. თუმცა როგორც ნიკა მელია აცხადებს, მათ საკრებულოში განცხადების ჩაბარების საშუალება არ მისცეს.
მელია ამბობს,რომ პროკურატურა სკანდალური ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ თავად უნდა დაინტერესბეულიყო გია დანელიას დაკითხვით, თუმცა ეს არ მომხდარა. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მოქალაქეებზე ზეწოლის მოხდენით ცდილობს არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.
"ჩვენ მოვედით აქ, რათა დაგვერეგისტრირებინა მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ. რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული და უნდა განიხილოს საკითხი დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ეს ბატონი გახლავთ ის დანელია, რომელიც ყველამ ვნახეთ როგორ გეგმავს თავის კოლეგებთან ერთად ძალადობას, როგორ უნდა განახორციელოს საარჩევნო ტერორი, მუქარა, შანტაჟი, თუკი ეს ყველაფერი არ გაამართლებს უნდა მოხდეს რიგი პირების გატაცება.
"ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანიო და ბატონი სამხარეო პოლიციის უფროსი აკავებდეს დამნაშავეებს, ეს ადამიანები არიან თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინტერესებს დაშორებული კილომეტრობით და არიან ივანიშვილ-გახარიას მორჩილებაში, მათ მოქალაქეებთან მისასვლელი პირი არ აქვთ. უფრო მეტი მოქალაქეა განწყობილი,რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობიანი გზით წავიდეს,"-განაცხადა მელიამ.