19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს არ ყოფილა - მურუსიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, არასამთავრობო სექტორის წევრებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და ადვოკატებს გააცნო. მზია თოდუა ირწმუნება, რომ სასამართლო თავისუფალია და პოლიტიკური დაკვეთების შესრულება არ ხდება.

„რაც ყველაზე საგულისხმოა და მნიშვნელოვანი, მართალია შეიძლება ვადა ირღვეოდეს ზოგჯერ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი აშკარად არის ამაღლებული, არა მარტო უზენაესი სასამართლოს მიმართებით, არამედ ქვედა ინსტანციის სასამართლოებიც უფრო სწორად წარმართავენ პროცესებს - განაცხადა მზია თოდუამ.

შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გიორგი მიქაუტაძე და ლევან მურუსიძე დაესწრნენ.  მათი შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი 2012 წლის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა მედია მხოლოდ სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„მთავარია, ამისგან თავს როგორ იცავს სასამართლო სისტემა და ზოგადად, რა არის ის კანონმდებლობა, რომელიც არის ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს ამის შესაძლებლობა, რაც ახლა ხდება ძალიან ეფექტურად იცავს და სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს არ ყოფილა და ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიღებული იქნა წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ, 2012 წლის შემდეგ, არის მაქსიმალური გარანტია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ თავი დაიცვას გარე ჩარევებისგან“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ადვოკატი, ზვიად კორძაძე კი აცხადებს, რომ არის სიტუაციები, როდესაც ნათლად იგრძნობა, რომ სასამართლო ქვეყანაში დამოუკიდებელი არ არის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დიდი ინტერესები ეჯახება ერთმანეთს.

დღის ამბები