19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
"მესიჯი, რომელიც გვინდა საზოგადოებას გადავცეთ, მისცენ ხმა თავიანთი სინდისის მიხედვით" - საფრანგეთის ელჩი

წინასაარჩევნო გარემოსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს საფრანგეთის ელჩი გამოეხმაურა. პასკალ მენიე იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის.  

საფრანგეთის ელჩის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აცილებლობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ ზუგდიდში დამკვირვებლები გააგზავნოს. 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიულად ნების გამოხატვას. გაიმართა შეხვედრა დიპლომატებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მობრძანდნენ ბატონი ვაშაძე და სანდრა რულოვსი. დემოკრატია არის ღირებულება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. დემოკრატიის ფარგლებში კანონი უნდა იყოს დაცული. მესიჯი, რომელიც ჩვენ გვინდა საზოგადოებას გადავცეთ არის ის, რომ მისცენ ხმა თავიანთი სინდისის მიხედვით,“- განაცხადა პასკალ მენიემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ვითარება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე არაერთხელ დაიძაბა. თავდასხმების სამიზნე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი გახდა. 

დღის ამბები