19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების და გატაცების ბრძანება - ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრებას ითხოვს

ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრებას ითხოვს. ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთდერთი მეთოდი, რომელიც "ქართული ოცნების" ძალადობრივ გეგმას ჩაშლის. ამ გეგმის არსებობის მთავარი მტკიცებულება მათ დღეს უცხოელ დიპლომატებს გააცნეს.

სკანდალური ფარული ჩანაწერი საქართველოში აკრედიტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა „რუსთავი2“-ის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცის ცენტრალურ ოფისში ნახეს.

პარტიის ლიდერებმა საელჩოების წარმომადგენლებს აუხსნეს, რა საშიშ თამაშში შევიდა ივანიშვილის გუნდი. ჩანაწერში, რომელიც დიპლომატებმა დღეს თავადაც მოისმინეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ყვება, რომ ცენტრალური ოფისიდან, მათ ამომრჩევლის გატაცების, ძალადობისა და დაშინების ბრძანება მიიღეს. მიზანი კი ნებისმიერ ფასად, პირველივე ტურში "ოცნების" კანდიდატის გამარჯვებაა.

ოპოზიციამ დღეს დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო უბნების მონიტორინგი სთხოვა. შუალედურ არჩევნებზე მცირე მასშტაბის გამო საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან. 

მმართველმა პარტიამ ზუგდიდში ამომრჩევლების შანტაჟსა და ძალადობრივ გარემოზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ყველაფერი გაერთიანებული ოპოზიციას გადააბრალა. „ქართლმა ოცნებამ“ დღეს ოპოზიციას ყვითელი ბარათი უჩვენეს და გააფრთხილა, რომ ვინც წესებს დაარღვევს, პასუხიც მოეთხოვება.

არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს სთხოვს, რატომ გაიტანეს არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე სიები საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რა ძალადობაზე საუბრობს მათი პარტიის წევრი და ვინ მისცა დავალება დეპუტატ დანელიას ურჩი ამომრჩეველი გაიტაცოს.

დღის ამბები