რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" მტკიცებით, "მი 8" ტიპის ვერტმფრენი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანას მხრიდან გამოჩნდა, ატოცის მიმართულებით რამდენიმე წუთი იფრინა და ისევ ოკუპირებულ მხარეს გაუჩინარდა. ინციდენტს განხილვა ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმება. მანამდე კი ანტისაოკუპაციო მოძრაობა რუსეთთან მიმართებით საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
"ძალის დემონსტრირება არის ეს, რაღაც კუნთების ჩვენება არის, ზეწოლაა რის ჩვენზე, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე. ის არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მხოლოდ და მხოლოდ წამგებიანი პოზიციაში გვტოვებს,"-აცხადებს დავით ქაცარავა.