19 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო ცდილობს საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას" - ჩუგოშვილი

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს „ქართული ოცნებიდან“ სპეციალური ბრიფინგით ეხმაურებიან.

როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ქმედებებით საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას ცდილობს.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდში განვითარებული მოვლენები გამოძიების შესწავლის საგანი გახდება და ყველა სათანადოდ დაისჯება.

ჩუგოშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს საჯარო დაწესებულებებში
„ძალადობრივად შეჭრაში“ ადანაშაულებს.

"საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო ცდილობს საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას და დისკრედიტაციას. ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან  საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა დღეს კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და შეეცადნენ  კომისიის მუშაობის ჩართვას.

"შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობით საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები