19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
გია მხეიძე ჩართული იყო იმ ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ - კონსტანტინე გამსახურდია

„გია მხეიძე იყო ასე ვთქვათ, ჩართული იმ ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ გააკეთა.

ზვიად გამსახურდიას შვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გახმოვანებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა და სამეგრელოში დასდევდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში დაასაქმეს. გია მხეიძე თბილისიდან ზუგდიდში საგანგებოდ საარჩევნო პერიოდში ჩაიყვანეს.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, გია მხეიძის გვარი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოხვდა, როგორც ადამიანის, რომელიც პირველი პრეზიდენტის დევნის ოპერაციას ახორციელებდა.

Related image„გია მხეიძე არის აფხაზეთის უშიშროების მაღალჩინოსანი, რომელიც 1992-93 წლებში იმყოფებოდა სოფელ ჯიხაშკარის არეალზე. მას სახლი აქვს იქ. იმ დასკვნაში, რომელიც ჩვენმა კომისიამ დადო 2011 წელს და ის გადავუგზავნეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გია მხეიძე მოხსენიებული არის ზუსტად 17-ჯერ. გია მხეიძე იყო ასე ვთქვათ, ჩართული იმ ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ,“ - განაცხადა გამსახურდიამ.

აქედან გამომდინარე, გამსახურდიასთვის გაურკვეველია, რატომ იყენებს „ქართული ოცნება“ ამ ტიპის ფიგურას, ანტიგმირს.

„ხელისუფლებები, ზოგადად, საქართველოში იყენებენ ადამიანებს, რომლებზეც მათ აქვთ რაღაც კომპრომატები და ზვიად გამსახურდიას დევნაში მონაწილეობა, ეს დიდი კომპრომატია, მე ვფიქრობ. ანტისახეა, ხელისულფების ლოგიკის მე არ მესმის, რატომ ესაჭიროებათ მათ ანტისახეები, იმისთვის, რომ რაღაც ქულები დაიწერონ,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

დღის ამბები