19 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
„ამ ადამიანს არ ვიცნობ" - ზუგდიდში "ოცნების" მერობის კანდიდატი გია მხეიძესთან ნაცნობობას უარყოფს

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გია მხეიძესთან ნაცნობობას უარყოფს. გეგა შენგელია ამბობს, რომ მან არაფერი იცის მხეიძის საქმიანობის შესახებ მის საარჩევნო შტაბში და არც ის იცის ვისგან და რა სახის დავალებებს იღებს მხეიძე შენგელიას სასარგებლოდ აგიტაციისთვის.

„ამ ადამიანს არ ვიცნობ. არ ვიცი გვიჭერს თუ არა მხარს, არის თუ არა ჩვენთან ერთად და ეწევა  თუ არა წინასაარჩევნო აგიტაციას,“-განაცხადა გეგა შენგელიამ.

გია მხეიძე ზვიად გამსახურდიას დევნიდა და ის საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც ფიგურირებს როგორც პირი,რომელიც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედებდა. ამჟამად ის ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დაასაქმა. ის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ზვიად ძიძიგურთან ერთად დადის. 

დღის ამბები