27 ივლისი 2024,   03:28
ვრცლად
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაგომის აუცილებლობა არ არსებობს - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავს. ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, მირანდა მესხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია. ანა მიქელაძის თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის აუცილებლობა და სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. მისი გადაგომის არანაირი აუცილებლობა და რაც მთავარია, სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები მირანდა მესხს არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები