გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
სანდრა რულოვსი კარდაკარის პრინციპით ხვდება მოსახლეობას და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა. დღეს მერობის კანდიდატი გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას შეხვდა.
„პოზიტიური მუხტია, ეს მეც მაძლევს ძალას, პროვოკაციების და შავი პიარის მიუხედავად ჩვენ ვდგავართ მაგრად. ჩვენ დავიცავთ ხმებს - ეს არის მთავარი. ზუგდიდელებთან ერთად სოფლიდანაც და ქალაქიდანაც შეგვიძლია აქ ბევრი რამ შეიცვალოს,“-ამბობს სანდრა რულოვსი.