19 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი" - თამარ ჟვანია პარლამენტში მისვლას აპირებს

თამარ ჟვანია მზად არის, პარლამენტში მივიდეს და ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარონ, ჟვანია Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა.

ჟვანიას ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებსა და დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოზე პასუხების გაცემა მოუწევს.

"მინდა გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით!" - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჟვანია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები