19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ჭიათურაში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის შეხვედრაზე მასწავლებელები მიკროავტობუსებით მიიყვანეს

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის მორიგი ფაქტი - ჭიათურაში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გიგა მოდებაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მასწავლებელები სხვადასხვა სოფლიდან მიკროავტობუსებით მიიყვანეს. ჭიათურის სახელმწიფო თეატრში განათლების ამჟამინდელი და ყოფილი მინისტრები იმყოფებოდნენ.

შეკრებილებს განათლების მინისტრმა მიმართა და პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდაზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ნაბიჯი. 

მინისტრი ამბობს, რომ ეს იქნება მცირედი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული დაფასების ნაბიჯი. 

ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, გარდა იმისა, რომ პედაგოგების შეკრებაზე მიყვანა მოხდა, განათლების მინისტრმა მათი დაპირებებით მოსყიდვაც სცადა. 

დღის ამბები