“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ლადო კახაძემ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურული ღონისძიებებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ხელშეწყობა იქნება.
შეხვედრას მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე და საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდნენ.