19 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"უკეთესი საქართველო გვინდა, გვჯერა ცვლილებების“ - სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი. სანდრა რულოვსმა ამჯერად მოსახლეობას განმუხურიდან მიმართა.

მან შეკრებილ ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და შეჩერებული პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„ქვეყანა ფაქტიურად, გაჩერებულია. წინსვლა აღარ არის... უკეთესი საქართველო გვინდა, გვჯერა ცვლილებების“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, ელისო მიქავა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სანდრა რულოვსი ქვეყნის წინსვლისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ეს ხელისუფლება ასოცირდება ქვეყნის წარუმატებლობასთან, ეკონომიკის დანგრევასთან, ხალხის სიდუხჭირესთან, ხოლო სანდრა გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ ეს ქვეყანა წარმატებული გახადოს“ - აღნიშნა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

დღის ამბები