19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს - გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს

ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს. პირველად ბოლო წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობა კატასტროფულად მაღალია - ამ მონაცემებს კომპანია "იპსოსი" აქვეყნებს, რომელმაც კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა.

კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ და ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა დიდი ნაწილი ოპოზიციის გამარჯვებას ელოდება.

კითხვაზე - როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი შედეგით დასრულდება 2020 წლის არჩევნები?- გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, 20% თვლის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თანაც უმრავლესობით მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.

რესპოდენტების 18% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და უმრავლესობით შევა პარლამენტში, ანუ მანდატების ნახევარზე მეტს მოიპოვებს.

13% ელოდება, რომ “ქართული ოცნება” კი გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ანუ დეპუტატების 50%-ზე ნაკლებს დააგროვებს პარლამენტში.

4% კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობის მოპოვების გარეშე.
გამოკითხულთა 40%-ს დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, 5% კი უარს აცხადებს პასუხზე.

დღის ამბები