რომელი პოლიტიკოსების მიმართ არის მოსახლეობაში ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება? - კომპანია "იპსოსის" კვლევით თანახმად, რესპოდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად ახასიათებს თბილისის მერს, კახი კალაძეს - 28%.
მას მცირედი სხვაობით მოსდევს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - 26%. მას მოჰყვება შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია - 25%.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად ახასიათებს 22%.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 18%-ისთვისაა პოზიტიური პოლიტიკური ფიგურა.
14%-ისთვის კი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
ამ მონაცემებს კომპანია იპსოსი აქვეყნებს, რომელმაც კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. ამ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ და ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა დიდი ნაწილი ოპოზიციის გამარჯვებას ელოდება.