როგორ აღიქმება ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - კომპანია იპსოსმა მოსახლეობის განწყობა შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დადებითად მხოლოდ 8% აფასებს, ხოლო ძალიან უარყოფითად 33%.
გამოკითხულთა უმრავლესობა, მესამედი მილიარდერის როლს ძალიან ნეგატიურად აფასებს.
კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა:
ძალიან დადებითად - 8%
უბრალოდ, დადებითად - 25%
უარყოფითად - 20%
ძალიან უარყოფითად - 33%.
ამ მონაცემებს კომპანია იპსოსი აქვეყნებს, რომელმაც კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. ამ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.