19 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ისევ ხდება სკოლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით - სერგო რატიანი

,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ და „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

პარტიის ლიდერებს,მაგალითად, "ქართული ოცნების" კანდიდატის ლადო კახაძის პედაგოგებთან შეხვედრა მოჰყავთ, რომელიც 15 მაისს შედგა. შეხვედრას განათლების სამინისტროს, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ევროპული საქართველო"-ს  ინფორმაციით, შეხვედრა ძველი თბილისის რესურსცენტრის ხელმძღვანელისა და განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის ორგანიზებით ჩატარდა, რაც სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

 „ ჩვენ ვხედავთ ისევ, ასე ვთქვათ, რესურსცენტრების ზეწოლას, სამინისტროს ჩართულობას ამ პროცესში და ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ არის სკოლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით. აუდიტის სამსახურის უფროსი, ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ია კერზაიას საქმეში, რომელიც ჩართული იყო ხორავას საქმეში, რომელმაც არ გამოიძია ეს პროცესი, სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად დაიწყო გამოძიება ია კერზაიას საქმისა. ჩვენ ვითხოვდით მაშინ მის გადაყენებას,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.

დღის ამბები