ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშულებას არეძლევათ.
მას შემდეგ, რაც მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მოთხოვნის მიუხედავად, სხდომა დაასრულა და ოთახიდან, ფაქტობრივად, გაიქცა, ჟურნალისტებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მასთან მიახლოების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.
გაერთიანებული ოპოზიცია მათი საჩივრების განხილვას ითხოვდა. მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე საკითხის დაყენების საშუალება არ მისცათ. მან დარბაზი ისე დატოვა, რომ ოპოზიციის ბრალდებებს ამომწურავი პასუხი არ გასცა.
არაერთი განმარტების მიუხედავად, დაცვის პოლიციამ ჟურნალისტებს საჯარო სივრცეში გადაადგილების უფლება არ მისცეს. ცესკო-ს წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილების მიხედვით, დერეფანში უნდა იდგეს დაცვის პოლიცია.