19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
გამოკითხულთა უმეტესობა საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მზრუნველ პარტიად “გაერთიანებულ ოპოზიციას” ასახელებს

საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მზრუნველ პარტიად მოსახლეობის დიდი ნაწილი “გაერთიანებულ ოპოზიციას” ასახელებს. Ipsos საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე დასახელებული სამი პარტიიდან, რომელია ყველაზე ძლიერი იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იზრუნოს, მოსახლეობის 21%  თვლის, რომ “გაერთიანებულ ოპოზიციას” ამის გაკეთება შეუძლია.

გამოკითხულთა 17% თვლის, რომ საზოგადოების პრობლემებს უკეთესად მიხედავს “ევროპული საქართველო”.სამჯერ უფრო ნაკლებს, მხოლოდ 6%-ს სჯერა, რომ ამ საკითხების მოგვარება “ქართულ ოცნებას” შეუძლია.

კომპანია "იპსოსმა" კვლევა საქართველოს მასშტაბით, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, „იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები