19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
გამოკითხულთა 36%-ის აზრით, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია - Ipsos კვლევა

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია. მოსახლეობის გამოკითხვა კომპანია "იპსოსმა" საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. მკვლევარები "თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა აზრით დაინტერესდნენ. 

კვლევის მიხედვით, მამუკა ხაზარაძის წარმართულ პროცესებს ობიექტურად და მიუკერძოებლად თვლის. ბევრად უფრო მეტი - 36% - ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

გამოკითხულთა უმრავლესობა კი გაურკვევლობაშია - 49% ამბობს, რომ არ იცის, რა ხდება. 4% საერთოდ უარს აცხადებს პასუხზე.

გავლენიანმა კომპანია “იპსოსი”-მ, რომელმაც საზოგადოების განწყობა შეისწავლა, კვლევით ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბით მესამე ადგილზეა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევითი ორგანიზაციაა, 16 ათასი თანამშრომლით, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა 88 ქვეყანაში, თუმცა გამოკითხვებს 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს. არსებობის 44-წლიანი ისტორიის მანძილზე “იპსოსი” ატარებს კვლევებს საზოგადოებრივი აზრის, მედიის, მარკეტინგის და სხვა მიმართულებებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები