„სერიოზული კონკურენცია ქალბატონ ლელა კაკულიასთან,“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას.
კალაძისთვის გაუგებარია საზოგადოებრივი აზრის კვლევა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებამდე.
რაც შეეხება, მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს, ზუგდიდის მაგალითზე, კახი კალაძე „ოცნების“ კანდიდატის უპირატესობაში დარწმუნებულია.
„საინტერესო იყო, თუ კვლევა იყო ჩატარებული, დარწმუნებული ვარ იმაში, ყველა ქალაქში, სადაც არჩევნები ტარდება, ამის მონაცემები ექნებათ მათ და უბრალოდ, კითხვა ჩნდება, რატომ არ წარმოადგინეს, თუნდაც ზუგდიდის მონაცემები, ვინ იმარჯვებს,“ - განაცხადა კალაძემ.
კომპანია Ipsos-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის დაკვეთით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, "ქართულ ოცნებას" მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო "ევროპული საქართველოს" - 7%.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობა კატასტროფულად მაღალია. გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, 20% თვლის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თანაც უმრავლესობით მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.