19 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევის შედეგებს" - კობახიძე პოლიტიკურ რეიტინგებზე 

Ipsos-ის მეირ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, პარლამენტის თავმჯდომარე არ ენდობა და წინასწარმეტყველებას უწოდებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკური რეიტინგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა გაყალბებულია. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოების აზრის გაგება ახლა შეუძლებელია.  

“2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე არის გადასული „რუსთავი2“. რაც შეეხება „რუსთავი2“-ის, იგივე „ნაცმოძრაობის“ კვლევებს, ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე საკუთარ ეთერში. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო წლების განმავლობაში, ადრე აყალბებდნენ ისინი არჩევნებს, ახლა კვლევის შედეგებს, ბუნებრივია არავითარი შედეგის მომტანი კვლევების გაყალბება არ არის.

„როდესაც საბოლოო ჯამში გამოცხადდება არჩევნების ოფიციალური შედეგები, გპირდებით, რომ ეს შედეგები დაემთხვევა იმ კვლევის შედეგებს, რომელიც გვაქვს ჩვენ და რომელიც უდევს „ნაცმოძრაობას“ და ნიკა გვარამიას,“-აცხადებს კობახიძე.

კომპანია Ipsos-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის დაკვეთით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, "ქართულ ოცნებას" მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო "ევროპული საქართველოს" - 7%.

პირველად ბოლო წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობა კატასტროფულად მაღალია. გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, 20% თვლის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თანაც უმრავლესობით მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები