19 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
მკაფიო და ნათელია ენმ-ის ინტერესი, მსგავსი ყალბი კვლევებით, რომ რეიტინგული აღზევება მოხდეს სააკაშვილის - მდინარაძე

„ძალიან მკაფიო და ნათელია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი, მსგავსი ყალბი კვლევებით, რომ რამენაირად აღზევება რეიტინგული მოხდეს მიხეილ სააკაშვილის,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მდინარაძის მწვავე კრიტიკა Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამო დაიმსახურა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია.

მამუკა მდინარაძე Ipsos-ს კვლევას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ მის მიზანს მხოლოდ ივანიშვილის დისკრედიტაცია წარმომადგენს.

„ძალიან მკაფიო და ნათელია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი, მსგავსი ყალბი კვლევებით, რომ რამენაირად აღზევება რეიტინგული მოხდეს მიხეილ სააკაშვილის, რაც არასდროს მოხდება ამ ქვეყანაში, დამიჯერეთ და რამენაირად დარტყმა მიაყენონ ბიძინა ივანიშვილს. სხვა ინტერესი არც ამ კვლევაში, არც არცერთ წინა კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულა, რომელიც იყო დაკვეთილი და შესრულებული, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების მიერ, სხვა ინტერესს არცერთი არ ემსახურებოდა, ერთადერთი მხოლოდ ეს ინტერესია,“ - განაცხადა მდინარაძემ.

Ipsos-მ კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, მთელი საქართველოს მასშტაბით  შეასრულა. მასში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, Ipsos-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

დღის ამბები