ზუგდიდში, წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დიდი რაოდენობა ჩავიდა. ხელისუფლების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გეგა შენგელია ამ ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები, შვებულებაში არიან. შენგელიას თქმით, მათ აქვთ უფლება, საკუთარი ნებით, წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა.
გეგა შენგელია წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს.
„არ ვიყენებთ ჩვენ ადმინისტრაციულ რესურსს, თქვენ იცით, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან თავიანთი ნებით საარჩევნო პროცესში, იმყოფებიან დღესდღეობით შვებულებაში და ჩვეულებრივად, მათ აქვთ უფლება მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამაზე არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ასე, რომ მუდმივი აპელირება ამაზე, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ვიყენებთ, არამართებულია“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.