19 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
კირკიტაძის საქმე - სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი 31 მაისს განახლდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე   ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ის გამომძიებლები და ექსპერტები, რომლებმაც 16 დეკემბერს  ველისციხის ინციდენტის საქმის მსვლელობაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე ყოფილი გამომძიებელიც გამოჰკითხეს, რომელიც კირკიტაძის დაკავების შემდეგ  შსს გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს.

„სამწუხაროდ,  სასამართლო პროცესი მთლიანად არის დახურული ბოლო სასამართლო პროცესის ჩათვლით. დღეს გავაგრძელეთ ჩვენ ბრალდების მოწმეების გამოკითხვა. მოყვანილი ჰყავდა ბრალდებას ექსპერტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კონკრეტული ექსპერტიზები აღძრულ საქმესთან მიმართებაში. ერთი შეეხებოდა კონკრეტულად ავტობუსის დაზიანების საკითხებს და მეორე შეეხებოდა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის თემას,“- განაცხადა კონადახიშვილმა.

მომდევნო სხდომა ისევ გამოკითხვის პროცედურით გაგრძელდება. სასამართლო პროცესები მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით  კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები