19 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
თავდასხმა რულოვსზე და ჟურნალისტებზე ზუგდიდში - დაშავებული ჟურნალისტი და კიდევ ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტზე ადგილობრივი ტელევიზია „ოდიშის“ წამყვანი, ლევან თორია და კიდევ ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ლევან თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. უწყების ცნობით, მეორე პირს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

„ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებულ მ.ც.-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ძალადობის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალი,“ - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. 

ინციდენტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტი დადიანების სასახლეში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან და ლიდერებთან საავტორო გადაცემას წერდა, როდესაც მას თავს ხუთკაციანი დაჯგუფება დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ამ საქმეზე დაკითხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თორიას თავს დაესხნენ, ის მის დაკავებას არ გამორიცხავდა.  ჟურნალისტი ეჭვობდა, რომ მის მიმართ უკანონო ქმედების განხორციელებას გეგმავენ

დღის ამბები